ჩვენი სკოლა –– 2013 წელი

воскресенье, 6 мая 2012 г.

რა გავაკეთეთ........


    ქ.ქობულეთის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი ,,პარალელი“ დაარსდა 2011 წლის 15 თებერვალს კლუბში გაწევრიანებულია  IX-X-XI-XII კლასების 15 მოსწავლე.
კლუბს აქვს წესდება და დევიზი:  ,,ჩვენი მომავალი ჩვენს ხელთაა.“
წესდების საფუძველზე კლასის ლიდერად არჩეული იქნა XI  კლასის  მოსწავლე  კახა რომანაძე.
კლუბის მუშაობის პრიორიტეტებია:
-         თანამშრომლობა სხვა სკოლის კლუბებთან და ერთობლივი ღონისძიებების  ჩატარება;
-         ტრენინგებსა და დებატებში მონაწილეობის მიღება;
-         სკოლაში საინტერესო სტუმრების მოწვევა განატლების, კულტურის და მოსწავლეთათვის სხვა საინტერესო სფეროებიდან.
-         სასკოლო სტენდების განახლება ყოველთვიურად, სადაც მოცემული იქნება კლუბის აქტივობები.

v  კლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ბათუმის მერიაში გამართულ კონფერენციაში ,,მე თავად ვირჩევ ჩემს მომავალს.“ ამ ღონისძიების ფარგებში კლუბის წევრები შეხვდნენ ამერიკის ელჩს ჯონ ბასს.
v  2011წლის 1 ივნისს კლუბის  წევრთა ხელმძღვანელობით მოეწყო ნახატების გამოფენა კონფერენცია: ,,მე და ჩემი უფლებები.“
v  კლუბის ჭევრებმა მონაწილეობა მიიღეს სპორტისა და ახალგაზრდული დეპარტამენტის მიერ მოწყობილ აქციაში: ,,მე მიყვარს ჩემი ქალაქი სუფთა.“
v  2011 წლის 12 ივნისს კლუბის წევრებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ჩაქვის N1 საჯარო სკოლის მიერ გამართულ ღონისძიებაში  ,,ჩვენ ვემზადებით აქტიური   მოქალაქეობისათვის.“
v  სხვა კუბებთან დაახლოებისა და გამოცდილების  ურთიერთგაზიარების მიზნით კლუბ ,,პარალელის“ წევრები იმყოფებოდნენ ურეხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბთან ,,მომავლის გზა“.
v  2011 წლის ივლისში კლუბის  ლიდერი კახა რომანაძე დასასვენებლად იმყოფებოდა სამოქალაქო განათლების კლუბების საზაფხულო  ბანაკში  ბაზალეთზე.
v  2011 წლის ნოემბერში კლუბის წევრებმა წარმატებით მიიღეს  მონაწილეობა თიბისი გალერეაში გამართულ ღონისძიებაში, რომელიც ეძღვნებოდა ტრეფიკინგის თემას და წარმოადგინეს თემის შესაბამისი ვიდეორგოლი.
v  2012 წლის თებერვალში კლუბის წევრები შეხვდნენ უზენაესი საბჭოს წარმომადგენლებს.
v  2012 წლის აპრილსი კლუბის წევრების მიერ მოპოვებულ იქნა გრანტი 450 დოლარის ოდენობით. საგრანტო პროექტის თემაა ,,პატივი ვცეთ სხვის ცხოვრებას და არსებობას.“ პროექტი განხორციელების პროცესშია და იგეგმება  შემაჯამებელი ღონისძიება და პროექტის ფარგლებში.
v  კლუბის წევრები რეგულარულად მონაწილეობდნენ სხვადასხვა სატრენინგო პროგრამებში.
v  კლუბ ,,პარალელს“ აქვს ბლოგი, რომლის მისამართია:                                                                                                                        www.klubiparaleli.blogspot.com                                                     
ბლოგზე ასახულია კლუბის მიერ გაწეული მუშაობის ფოტომასალა.

среда, 2 мая 2012 г.

“პ ა რ ა ლ ე ლ ი”


ქ.ქობულეთის  ა.წერეთლის  სახელობის  NI საჯარო სკოლა

სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები სკოლის დირექტორთან და საგნის მასწავლებელთან ერთად



              კლუბის პრეზიდენტის არჩევნები



კლუბის წევრთა მორიგი შეხვედრა და მსჯელობა პროექტზე”გადავარჩინოთ ჩვენი დედები”



მონაწილეობა ღონისძიებაში “მე თავად ვირჩევ ჩემს მომავალს”.




კლუბის წევრთა ხელმძღვანელობით სკოლაში ჩატარებული ღონისძიება თემაზე “მე და ჩემი უფლებები”.







კლუბის წევრთა მონაწილეობა აჭარის ა რ სპორტისა და ახალაგზრდული დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ აქციაში  “ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქალაქი სუფთა”